ციფრული აპარატურა





 კომპანიები და მათი ნაწარმი 
ციფრული ტელევიზიი განვითარების ისტორია პირობითად შეიძლება დავყოთ რამდენიმე ეტაპად, რომელთაგან თითოეული ხასიათდება სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებით, ექსპერიმენტალური სისტემებით და მოწყობილობებით და შესაბამისი სტანდარტებით.
















არამგონია დღეს არსებობდეს ადამიანი რომელსაც რაიმე მოწყობილობა მაინც არ აქვს, რომელიც აღჭურვილი იქნება ფოტოკამერით. ფოტოგრაფია იმდენად მასიურ გატაცებად იქცა ბოლო წლებში, რომ ცხოვრება ფოტოაპარატის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენთვის. რა თქმა უნდა ტექნიკურმა პროგრესმა ძალიან კარგად შეუწყო ამას ხელი. ადრე ფოტოგრაფია იყო ხელოვნება, რომელსაც მხოლოდ “რჩეულები” ეუფლებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დროს “ზენიტი“ იყო თითქმის ყველა ოჯახში – ფირის გამჟღავნება და ფოტოების დაბეჭდვა ბევრ ტექნიკურ ცოდნას საჭიროებდა. იშვიათად ვინმე დაინტერესდეს – საიდან წარმოიშვა ეს ტექნიკა.
საუკუნეების მანძილზე კაცობრიობა მხატვრობის და დამწერლობის საშუალებით ქმნიდა ისტორიას. ნახატის შექმნას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, თან ნებისმიერი ადამიანი ფაქტის გადმოტანისას ტილოზე აუცილებლად რაღაცა თავის ხედვას და აზრს ჩააქსოვს იმ ნახატში. საჭირო იყო ისეთი ხერხი რომელიც შიშველ ფაქტებს დააფიქსირებდა თან უმოკლეს დროში.

ოდითგანვე კაცობრიობისთვის ცნობილია ჩაბნელებული ოთახის – ე.წ. კამერა ობსკურას პრინციპი. მისი მოქმედების პრინციპი შემდეგია – შუქგაუმტარ ყუთში, მაგალითად, კეთდება ნახვრეტი – საიდანაც განათების სხივები შედის შიგნით და ამოტრიალებული გამოსახულების სახით ხდება მისი პროექცია ყუთში მოთავსებულ ეკრანზე.




1812 წელს ჯოზეფ ნისეფორ ნიეფსმა გამოიგონა კამერა-ობსკურა თავისი ლინზით და მოძრავი მილით. ეს მოწყობილობა შეიძლება ჩაითვალოს პირველ კამერად, რომელიც თანამედროვე ფოტოაპარატს გავს. ამავე აპარატით შეიქმნა ისტორიაში პირველი ფოტო, რომელიც უკვე დაფიქსირდა ქაღალდზე და დღემდეა შემორჩენილი. ეს იყო ხედი გამომგონებლის ოთახიდან, რომელზეც ჩანს სახლების სახურავები.

ზუსტად ერთ წელიწადში კარლ გაუსმა შექმნა პირველი ობიექტივი.

ფოტოაპარატის განვითარება მიდიოდა ძალიან აქტიურად და წარმატებულად.

ტაბოლტი იყო ის ადამიანი, ვინც გამოიგონა პირველი ნეგატივი. ეს მოხდა 1835 წელს. ნეგატივის გამოგონებასთან ერთად უკვე აქტიურად დაიწყეს ფოტოების გადაღება, რისთვისაც იყენებდნენ ჯერ ფირფიტებს შემდგომ კი ფირებს.

და აი 1889 წელს დაპატენტებული იქნა პირველი ფოტო ფირის რულონი და პირველი სწრაფი ფოტო კამერა – სახელად “კოდაკი”. პატენტი ეკუთვნის ჯორჯ ისთმანს, კომპანია “ისთმან კოდაკი”-ს დამაარსებელს.








nikon
Nikon Corporation ან უბრალოდ Nikon — იაპონურიტრანსნაციონალური კომპანია, რომელიც სპეციალიზებულიაოპტიკასა და ფოტოგრაფიაზე. სათავო ოფისი ტოკიოში მდებარეობს. მის პროდუქციას შორისაა კამერები, კამერის ლინზები, დურბინდები, მიკროსკოპები, ოფთალმოლოგიური ლინზები, საზომი ინსტრუმენტები, ფოტოლითოგრაფიაში გამოყენებადი სტეპერები, რომლის წარმობაშიც ნიკონი მეორე უმსხვილესია მსოფლიოში.[2] კომპანიას ფლობს Nikon Group-ი.[3] კამერებისა და ლინზების სხვა მწარმოებლებიდან ნიკონის მთავარი კონკურენტები არიან: CanonCasioKodakSonyPentaxPanasonicFujifilm დაOlympus.


No comments:

Post a Comment