მობილურები







მობილური ტელეფონი — ტელეფონი, რომელსაც ფართო გეოგრაფიულ არეალში მოძრაობის    მიუხედავად, რადიოსიგნალის საშუალებით შეუძლია სატელეფონო ზარების მიღება და განხორციელება. მოწყობილობა ამასფიჭური კავშირის საშუალებით აკეთებს, რასაც მობილური ტელეფონის ოპერატორი უზრუნველყოფს. ამის საპირისპიროდ, არსებობს რადიოტელეფონი, რომელიც მხოლოდ მოკლე მანძილზე, საკუთარი საბაზო სადგურის ახლომახლო მოქმედებს.
გარდა სატელეფონო ფუნქციისა, თანამედროვე მობილურ ტელეფონებს სხვა მრავალი სერვისის მხარდაჭერაც აქვს, მათ შორისაა მოკლე ტექსტური შეტყობინებებიმულტიმედიური შეტყობინებები (MMS), ელექტრონული ფოსტა, წვდომა ინტერნეტთან, ახლო მანძილის უკაბელო კომუნიკაციები (infraredBluetooth), ბიზნეს აპლიკაციები, თამაშები და ფოტოგრაფია. მობილურ ტელეფონებს, რომელთაც ეს და სხვა ზოგადი კომპიუტერული შესაძლებლობები აქვს, სმარტფონი ეწოდება.
პირველი ხელით სატარებელი ტელეფონი 1973 წელს კომპანია მოტოროლას თანამშრომლებმა, ჯონ ფრენსის მიტჩელმა[1][2] და დოქტორმა მარტინ კუპერმა წარმოადგინეს. მათ შექმნეს მოწყობილობა, რომელიც 2 კილოგრამს იწონიდა.[3] 1983 წელს, გამოვიდა პირველი კომერციული მობილური Motorola DynaTAC. 1983-დან 2014 წლამდე, მობილური ტელეფონების რაოდენობა ნულიდან 7 მილიარდამდე გაიზარდა; პროპორციულად 100%-ით მოიცვა მსოფლიო მოსახლეობა და ეკონომიკური პირამიდის ფსკერამდე დავიდა.[4] 2014 წლისათვის, მობილური ტელეფონების მოწინავე მწარმოებლები იყვნენ SamsungNokiaApple და LG.[5]

-------------------ი.ს.ტ თანამედროვე ტექნოლოგიები------------


iPhone — ინტერნეტთან დაკავშირებული მულტიმედიური სმარტფონების ხაზი, რომლის მარკეტინგს კომპანიაApple ახდენს. პირველი iPhone წარმოადგინა Apple-ის იმდროინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ჯობსმა 2007 წლის 9 იანვარს[2] და გამოვიდა იმავე წლის 29 ივნისს. მეხუთე თაობის iPhone, iPhone 4S, გამოვიდა2011 წლის 14 ოქტომბერს, პორტატული მოწყობილებებისთვის Apple-ის ოპერაციული სისტემისiOS 5.0–ის, გამოშვებიდან 2 დღის შემდეგ. 2012 წლის სექტემბერში გამოვიდა უკანასკნელი, მეექსვე თაობის iPhone, iPhone 5.[3]
კომპანია სამსუნგი 
სანამ, კომპანია Samsung-ის ისტორიას გადავალებდეთ თვალს მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა მართალაც ამ მსოფლიო გიგანტის მიმართ. თქვნი ყურადღება მინდა ერთ ტრემინზე შევაჩერო, ეს არის AIO, ასე აღნიშნავენ ეგრედ წოდებულ ”ყველაფერი ერთში კლასის” მოწყობილობებს. ზუსატად ეს ტერმინი შეესაბამება კომპანია Samsung-ს, ”ყველაფერი ერთში”! ეს არის კომპანია რომელიც ერთანეთისგან განსხვავებულ სხვადასხვა სფეროში ძალიან ბევრ პროდუქტს აწარმოებს და მისი პროდუქტები ყოველთვის ხვდება ლიდერთა შორის! სამსუნგი დაკავებულია ელექტრონული და მიკროელექტრონული საქმიანობით, ქიმიური მრეწველობით, მშენებლობით, მძიმე მრეწველობით, ფინანსებით და კრედიტებით, მანქანათმშენებლობით და დაზღვევით.
ასევე მის მფლობელობაშია სხვადასხვა სპორტის სახეობის პროფესიონალური გუნდები, ასპონსორებს საფეხბურთო კლუბებს, ოლიმპიურ თამაშებს და გუნდებს, თავისი წვლილი შეაქვს ხელოვნობის და ლიტერატურის განვითარებაში, მფლობს გასართობ და დასასვენებელ ცენტრებს, აარსებს საქველმოქმოდო ფონდებს და ა.შ. პირადად მე არ მსმენია სხვა კომპანია ამდენ სფეროს ერთად შეჭიდებოდეს და თითქმის ყველა დარგში ლიდერთა შორის ხვდებოდეს. როდესაც პირველად გავეცანი ამ კომპანიის ისტორიას, მაშინვე  ჩემთვის Samsung ჩემი Samsung-ით შეიცვლა. მაშ ასე, ძვირფასო go-ელებო თქვენ წინაშეა Samsung!!!
სამსუნგი — სამხრეთ კორეის ერთ-ერთი უმსხვილესი სამრეწველო კონცერნია, რომელიც შეიქმნა 1938 წელს. მსოფლიო ბაზარზე ის ცნობილია, როგორც მაღალტექნოლოგიური კომპონენტების, სატელეკომინიკაციო აღჭურვილობის, საოჯახო ტექნიკის,აუდიო- და ვიდეო მოწყობილობების მწარმოებელი.
სიტყვა „სამსუნგი“ კორეულ ენაზე ნიშნავს სამ „ვარსკვლავს“. შესაძლებელია სახელი Samsung დაკავშირებული იყოს იმ ფაქტთან, რომ სამსუნგის დამაარსებელს ლი ბიონ ჩოლს (Lee Byung-chull) ჰყავს სამი ვაჟი. 2008 წლამდე კომპანიის უფროსი იყო უმცროსი შვილი ლი გონ ჩუი, რაც არის ყველა აღმოსავლური ქვეყნის ტრადიციის დარღვევა, რისი მიხედვითაც ოჯახური საკუთრების უდიდესი ნაწილი გადაეცემა უფროს შვილს.
კომპანიის მისია:
შესანიშნავი პროდუქტების და მომსახურეობების შესაქმნელად, ჩვენ ვიყენებთ კომპანიის
ადამიანურ და ტექნოლოგიურ რესურებს, რითაც ჩვენ ჩვენი წვლილი შეგვაქვს გლობალური
საზოგადოების განივთარებაში.

1930-იან წლებში კორეაში მეწარმე ლი ბიონ ჩოლი იწყებს ბრინჯის ფქვილის წარმოებას. მცირე ზომის საწყობი ქალაქ დეგუში, რომელიც გახდა კომპანია Samsung-ის დიდი ისტორიის დასაწყისი. ამ დროს კორეა იყო იაპონიის კოლონია და ქვეყანაში ძალიან რთული იყო კერძო ბიზნესის წამოწყება. თუმცა, უკვე 1938 წელს ლიმ შეძლო პირველი შეექმნა პირველი დამოუკიდებელი საექსპორტო ხაზი მიმართულებით: კორეიდან ჩინეთში და მანჩუჟრიაში. ისეთი საკვები პროდუქტების აქტიურმა მიწოდებამ, როგორიც არის ბირნჯი, შაქარი და გამხმარი თევზი, ლი ბიონ ჩოლს მისცა შესაძლებლოა ოფიციალურად დაერეგისტრირებინა სავაჭრო მარკა Samsung Trading Company. უცხოური სახელი (კოერიაში), ადასტურებდა კორეული კომპანიის ამბიციურ და შორს მიმავალ გეგმებს: 1950-იანი წლების მიწურულს ლი ბიონი აპირბდა სავაჭრო ურთიერთობების დამყარებას ამერიკის კონტინეტის ქვეყნებთან. კორეის ნახევარკუნძულზე აშშ-ს ჯარის ჩამოსხმის შემდეგ, ბინჯის არყის და ლუდის პროდუქტების გაყიდვა დაიწყეს გაერთიანებული ჯარების წარმომდაგენლებმა. კორეაში ომმა ბოლო მოუღო ამ ბიზნეს. საწყობები იყო დანგრეული და დამწვარი, როგორც კომპანიის მთავარი საწარმო.
არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, რომ დანგრეულ და დამწვარ სახლში ლი ბიონ ჩოლმა იპოვა დამალული ყუთი ფულით, რომელიც ჩადო ახალ საქმეში. ეს იყო ქსოვილის ფაბრიკა, შაქრის საწარმო და მოგვიანებით სადაზღვეო ბიზნესი. ლი ბიონ სწრაფად მდიდრდებოდა იმის ფონზე, რომ 1960-იან წლებში, კორეის მოსახლეობაში სულზე საშუალო შემოსავალი იყო დაახლობით 80 დოლარი. აღსანიშნავია, რომ იმ დროს კორეის დედაქალაქ სეულშიც კი არ იყო დენი მუდმივად, ელექტროენერგიის მიწოდება ხდებოა დღეში რამდენიმე საათით და ასევე არ იყო ცენტრალური წყალსადენი. აქედან გამომდინარე არ არის გასაკვირი, რომ მალე სამხედრო გადატრიალებამ დაამხო პრეზიდენტი ლი სინ მანა, რომელიც იყო ლი ბიონის მეგობარი და როგორც მდიდარი ბიზნესმენი შედიოდა პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვაში. თავად ლი ბიონ ჩოლი ჩასვეს ციხეში მექრთამეობის ბრალდებით და ყოფილ პრეზიდეტთან მეგობრობის გამო.
სამხრეთ კორეის ახალმა პრეზდენტმა პაკ ჩონ ჰიიმ სამრეწველო და ეკონომიკური რეფორმები. დამზადდა ეკონომიკის სამრეწველო სექტორის განვითარების პროგრამა, ექსოპრტზე გაზრდილი ორენტაცია გამყარებული იყო აშშ-სთან მჭიდრო კავშირით, იგეგმებოდა უცხოური სესხის აღება, დაუმუშავებელი მატერიალების და თანამედროვე ტექნოლგიის მოსაპოვებლად, ხოლო მიღებული შემოსავლის გაშვება ისევ მატერიალების და ტექნიკის მოსაპოვებლად. კორეელმა რეფორმატორებმა დაასვკნეს, რომ სტაბილური ეკონომიკა უნდა ეფუძნებოდეს მსხვილ კონცერნებს, თუმცა მათ შექმნა აუცილებელი იყო მცირე დროში, ამიტომაც კორეის ყველაზე წარმატებული ბიზნესმენების გამოიყო სამთავრობო კრედიტები და სესხები. ისინი უზრუნველყოფილი იყვენენ სახელმწიფო შეკვეთებით, ამასთანავე გარკვეული კანონების შერბულებამ და გადასახადების დაწევამ მცირე ბიზნეს შესაძლებლობა მისცა გაზრდილი იყო დიდ კონგლომეტრამდე. წარმატებულ ბიზნესმენებს შორის, ასევე აღმოჩნდა ლი ბიონ ჩოლი.
ამ გზით, შეიქმნა 30 უმსხვილესი კომანია (ჩებოლი — «ფულის ოჯახები»). მათ შორის, Samsung-ის გარდა იყვნენ, Daewoo, Hyundai, Goldstar (LG) და ა.შ. ყველა «ფულის ოჯახს» ჰქონდა თავისი მიმართულება: Daewoo — ავტომობილების წარმოება, Goldstar — ბიტური ტექნიკა, Samsung — ელექტრონიკა, Hyundai — მშენებლობა და ა.შ.

No comments:

Post a Comment