Wednesday 22 April 2015

თანამედროვე ტექნოლოგიები




კომპიუტერი (ინგლ. computer) ძირითადად არის მოწყობილობა, რომლის დაპროგრამების მეშვეობით ხდება არითმეტიკული ან ლოგიკური ოპერაცის ავტომატური შესრულება. ვინაიდან ოპერაციების თანმიმდევრობა შეიძლება შეიცვალოს, კომპიუტერს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე მათგანის შესრულება.
როგორც წესი, კომპიუტერი შედგება სულ ცოტა, ერთი პასუხისმგებელი მოწყობილობისგან, რომელი,პროცესორისგან და კომპიუტერული მეხსიერების რამე სახის ფორმისგან. პროცესორი აწარმოებს არითმეტიკული და ლოგიკური ოპერაციების შესრულებას.მიმდინარეობების და კონტროლის მოწყობილობა ცვლის ოპერაციების თანმიმდევრობას შენახული ინფორმაციის თანახმად. პერიფერიული მოწყობილობებით ხდება ინფორმაციის მოპოვება გარე წყაროდან, შემდეგ კი - ოპერაციების შედეგების შენახვა და შემდგომი მოძიება.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საომარი ოპერაციებისთვის გამოიყენებოდა მექანიკური ანალოგური კომპიუტერი. ამ პერიოდში შეიქმნა პირველი ელექტრონული ციფრული კომპიუტერები. თავდაპირველად ასეთი კომპიუტერი დიდი ოთახის ზომის იყო და მოიხმარდა ელექტროენერგიას, რომლის რაოდენობა უდრის დღევანდელი რამდენიმე ასეული პერსონალური კომპიუტერის მიერ მოხმარებულ ენერგიას.[1]
თანამედროვე კომპიუტერები, რომლებიც ეფუძნება ინტეგრირებულ წრედებს, მილიონიდან მილიარდამდე უფრო მეტად უნარიანია, ვიდრე ადრეული მანქანები და იკავებენ მცირე სივრცეს.[2] მარტივი კომპიუტერები თავსდება მობილურ მოწყობილობებში. მობილური კომპიუტერები იკვებება მცირე ზომის ბატარეებით. პერსონალური კომპიუტერები, სხვადასხვა სახით, წარმოადგენენ საინფორმაციო ეპოქის სიმბოლოს და იმას, თუ რას წარმოიდგენენ ადამიანები სიტყვა კომპიუტერის ხსენებისას. თუმცა, რაოდენობით ინტეგრირებული კომპიუტერები უფრო მეტია - ციფრული აუდიო პლეერებიდან საბრძოლო საფრენ ტექნიკამდე და სათამაშოებიდან ინდუსტრიულ რობოტებამდე.

ტელეფონის აპარატი, სატელეფონო კავშირგაბმულობის სისტემის მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა ხმოვანი ინფორმაციის გადაცემა და მიღება. ტელეფონის აპარატი შედგება ორი ძირითადი ნაწილისაფან: საკომუტაციო-გამოსაძახებელი (გამოძახების მისაღები, სხვა აპარატებთან შეასერთებელი და გამოსათიში) და სალაპარაკო, რომელიც უზრუნველყოფს მეტყველების მიღებასა და გადაცემას. ტელეფონის აპარატის საკომუტაციო-გამოსაძახებელი მოწყობილობის აგების პრინციპი განისაზღვრება მომსახურე ტელეფონის სადგურის (ხელის ტელეფონის სადგური ან ავტომატური ტელეფონის სადგურის — ატს) ტიპის მიხედვით. ატს-ის ტელეფონის აპარატის სტრუქტურული სქემა შეიცავს გამოსაძახებელ და სალაპარაკო მოწყობილობას, ბერკეტულ გადამრთველსა და ნომერამკრეფს. ტელეფონის აპარატის ყურმილში მოთავსებულია მიკროფონი და ელექტრომაგნიტური ტელეფონი. ტელეფონის აპარატის ტრანსფორმატორი განაცალკევებს მიკროფონის კვების წრედს ტელეფონის ცვლადი დენის წრედისაგან და ბალანსური კონტურის საშუალებით მნიშვნელოვნად ამცირებს საკუთარი ლაპარაკის სმენადობას. გამოსაძახებელი მოწყობილობაა ცვლადი დენის პოლარიზებული ზარი, რომელიც შეერთებულია ხაზთან, როდესაც ყურმილი დევს ბერკეტულ გადამრთველზე. ნომერამკრეფი იმპულსური კონტაქტებით თიშავს და აერთებს ტელეფონის აპარატში გამავალ დენის წრედს და ხაზში წარმოქმნის აკრეფილი ციფრის შესაბამისი რაოდენობის დენის იმპულსებს. აბონენტის დროის ეკონომიის მიზნით ფართოდ ინერგება ღილაკებიანი ნომერამკრეფი — ტასტატურიანი ტელეფონის აპარატი. ტელეფონის აპარატის განსაკუთრებული სახეობებია ტაქსოფონი, ხმამაღლამოლაპარაკე ტელეფონის აპარატი, რადიოსატელეფონო კავშირისათვის გამოყენებული მიკროსატელეფონო გარნიტური, ვიდეოტელეფონი და სხვა. ტელეფონის ერთ-ერთ გამომგონებლად ითვლება ალექსანდერ გრეიამ ბელი.


ინათ ინფორმაცია ქაღალდზე წიგნებშიგაზეთებსა თუ ჟურნალებში ინახებოდამათ შესანახად საჭირო იყო დიდი სისტემები და ბიბლიოთეკები.
XX საუკუნის დასაწყისში დაიწყეს ექსპერიმენტები ელექტრონიკის დარგში. მეცნიერებმა გამოიგონეს ელექტრონული ლამპები, რომელთაც შეეძლოთ ემართათ ელექტროდების სუსტი ნაკადი. ლამპებს პირველად რადიომიმღებში სიგნალის გასაძლიერებლად იყენებდნენ. 40-იან წლებში ლამპები გამოიყენეს პირველი კომპიუტერის ასაგებად. ამ "ვეება მანქანას" მთელი ოთახი ეჭირა, მაგრამ ანგარიშის გარდა არაფერი შეეძლო.
1958 წელს მიკროსქემა - ჩიპი გამოიგონეს. ეს რამდენიმე მილიმეტრის სისქის სილიციუმის (კაჟის) თხელი ფირფიტაა. მიკროჩიპი ასობით ელექტრულ წრედს შეიცავს და თითქმის ყველა მანქანის მართვა შეუძლია, თუკი სათანადოდ იქნება დაპროგრამებული.
მიკროსქემის გამოგონებამ შესაძლებელი გახადა უფრო პატარა, სწრაფი და მძლავრი კომპიუტერების აგება. თანამედროვე კომპიუტერს ანგარიშის გარდა, ინფორმაციის სწრაფი მოძებნა და დამახსოვრება შეუძლია. კომპიუტერი ერთ წამში გადაათვალიერებს ელექტრონული ხერხით დამახსოვნებულ მთელ ბიბლიოთეკას და ნებისმიერი წიგნის საჭირო გვერდს გიჩვენებთ.
პრაქტიკულად, კომპიუტერი გამოიყენება თანამედროვე ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში.

თეორიული მოსაზრებები, რომლებიც პერსონალური კომპიურეტის შექმნას დაედო სავფუძლად, საუკუნოვან ისტორიას ითვლის და თავს იჩენს ბევრი მეცნიერის შრომებში. ამ იდეის პრაქტიკული რეალიზაცია მხოლოს XX საუკუნის მეორე ნახევარში მოხერხდა. განვითარების მაღალი ეტაპების მეშვეობით, გამოთვლითი ტექნიკა ძალზე სწრაფად გაუმჯობესდა. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს. ჩვენმა წინაპარმა ლერწმის 
დაახლოებით 1623 წელს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 1967წ. მადრიდის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს ლეონარდო და ვინჩის(1452-1519) ხელნაწერთა ორი ტომი. სქემის ანალიზიდან გაირკვა, რომ ჯერ კიდევ პასკალისა და შიკარდის არითმომეტრების (არითმერიკული სათვლელი მანქანა) აგებამდე ერთი საუკუნით ადრე, ლეონარდო და ვინჩს აუგია სათვლელი მანქანა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გერმანელი მათემატიკოსი გოტფრიდვილჰელმ ლაიბნიცი (1646-1716) 40 წლის მანძილზე აქტიურად საქმიანობდა არითმომეტრის შესაქმნელად და გასაუმჯობესებლად. მის მიერ აგებულ მანქანას შეეძლო არა
XIX საუკუნეში დაისვა საკითხი: შეიძლებოდა თუ არა, შექმნილიყო მანქანა, რომელიც არა მხოლოდ ცალკეულ არითმეტიკულ ოპერაციებს შეასრულებდა, არამედ "შეძლებდა" ეწარმოებინა გამოთვლითი ჯაჭვი, რომელიც აუცილებელი იქნებოდა ამოცანის მთლიანობაში ამოსახსნელად?
ადამიანი, რომელმაც პირველად გამოთქვა გამომთვლელი მანქანის ფუნდამენტური იდეა და შეეცადა მის განხორციელებას, იყო ინგლისელი მეცნიერი ჩარლზ ბებიჯი (1791-1871).
კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი ჩარლზ ბებიჯი 1822 წელს შეეცადა აეგო ავტომატურად მოქმედი მექანიკური საანგარიშო მანქანა. ცდამ მარცხი განიცადა, რადგან ასეთი მანქანის შექმნა ტექნიკურად საკმაოდ რთული აღმოჩნდა.


Wednesday 15 April 2015

ნოკია

ნოკია — კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ფინური ტრანსნაციონალური კორპორაცია, რომლის სათავო ოფისი ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკისთან ახლოს, ქალაქ ესპოოში მდებარეობს.[1] მისი კუთვნილი კომპანია Nokia Solutions and Networks აწარმოებს სატელეკომუნიკაციო ქსელების აღჭურვილობასა და სერვისს.ინტერნეტ-მომსახურება, მათ შორის აპლიკაციები, თამაშები, მუსიკა, მედია, შეტყობინენები და უფასო ციფრული რუკები და სანავიგაციო მომსახურება კი მთლიანად მის მფლობელობაში მყოფი ქვედანაყოფის —Navteq-ის ხელშია.
2012 წლის მონაცემებით, მსოფლიოს 120 ქვეყანაში ნოკიას დასაქმებული ჰყავდა 101 982 ადამიანი, პროდუქტს ყიდიდა 150-ზე მეტ ქვეყანაში და წლიური შემოსავლის სახით დაახლოებით 30 მილიარდ ევროს იღებდა.[2] 2012 წლის ბოლო მეოთხედში, ნოკია მობილური ტელეფონების მეორე უმსხვილესი მწარმოებელი იყო მსოფლიოში გაყიდვების თვალსაზრისით (სამსუნგის შემდეგ) და მსოფლიო ბაზრის 18.0%-ს იკავებდა.[3] ამჟამად კი ნოკია სმარტფონების ბაზრის მხოლოდ 3,2%-ს იკავებს.[4] 2013 წლის ბოლო მეოთხედში კომპანიამ მობილური ტელეფონებიდან შემოსავლების 40% დაკარგა. კომპანია ნოკია შეზღუდული პასუხისმგებლობის ღია საზოგადოებაა, შეტანილია ჰელსინკისა და ნიუ-იორკის სააქციო ბირჟებზე.[5] Fortune Global 500-ის თანახმად, 2013 წლის მონაცემებით, ნოკია შემოსავლების თვალსაზრისით მსოფლიოში 274-ე უმსხვილესი კომპანიაა.[6]
1998-2012 წლებში ნოკია მობილური ტელეფონების უმსხვილესი გამყიდველი იყო მსოფლიოში.[3] თუმცა, 2007 წლიდან კომპანიის საბაზრო წილმა თანდათან კლება იწყო, რისი მიზეზიც სხვა მწარმოებლების სენსორულ 

 
 2013 წლის 2 სექტემბერს კომპანია მაიკროსოფტმა გაასაჯაროვა თავისი განზრახვა ნოკიას მობილური ტელეფონების ბიზნესის შეძენის შესახებ, რაშიც ის 5,44 მილიარდ ევროს (7,17 მლრდ აშშ დოლარი) იხდიდა. შეთანხმებისას, მაიკროსოფტის მხარეს შეუერთდნენ ნოკიას ყოფილი აღმასრულებელი დიორექტორი სტივენ ელოპი და მაიკროსოფტის სხვა აღმასრულებელი პირები.[12][13]
მრავალი მედიასაშუალების ცნობით, 2014 წლის 24 თებერვალს გასამართი Mobile World Congress-ის წინ, ნოკია გეგმავს თავისი პირველი ანდროიდ-სმარტფონის, Nokia X-ის გამოშვებას.[14][15]