პროგრამები

Microsoft Windows (ქართ. „ფანჯრები“) — გრაფიკული გარსის მქონე ოპერაციული სისტემების სერია, რომელთა მწარმოებელია Microsoft.
Microsoft-მა პასუხად გრაფიკული გარსებისადმი მზარდ ინტერესზე 1985 წლის 20 ნოემბერს წარადგინაWindowsMS-DOS-ის გარსის სახით.[1] Microsoft Windows იქცა დომინირებად ოპერაციულ სისტემად პერსონალური კომპიუტერებისთვის. იგი ფლობს ამ სფეროში ბაზრის წილის 90%-ს, რითაც წინ უსწრებს პირველად 1984 წელს წარდგენილ Mac OS-ს.
2014 წლის აპრილისთვის პერსონალური კომპიუტერებისთვის, სმარტფონებისთვის, სერვერული კომპიუტერებისთვის და სხვა მოწყობილობებისთვის არსებული ოპერაციული სისტემებია Windows 8.1,Windows Phone 8.1Windows Server 2012 R2 და Windows Embedded 8.
იოსი ინტერნეტთან დაკავშირებული მულტიმედიური სმარტფონების ხაზი, რომლის მარკეტინგს კომპანიაApple ახდენს. პირველი iPhone წარმოადგინა Apple-ის იმდროინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ჯობსმა 2007 წლის 9 იანვარს[2] და გამოვიდა იმავე წლის 29 ივნისს. მეხუთე თაობის iPhone, iPhone 4S, გამოვიდა2011 წლის 14 ოქტომბერს, პორტატული მოწყობილებებისთვის Apple-ის ოპერაციული სისტემისiOS 5.0–ის, გამოშვებიდან 2 დღის შემდეგ. 2012 წლის სექტემბერში გამოვიდა უკანასკნელი, მეექსვე თაობის iPhone, iPhone 5.[3]
მისი ფუნქციები მოიცავს კამერასპორტატულ მედია ფლეიერს (აიპოდის ეკვივალენტური), ტექსტურ შეტყობინებას, ინტერნეტთან კავშირს ინტერნეტ ბრაუზერის მეშვეობით და აქვს Wi-Fi და 3G დაკავშირებადობა. 2008 წელს გაეშვაApp Store, ანუ აპლიკაციების მაღაზია, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს თავად კომპანია Apple-ის და ასევე მესამე მხარის მიერ შექმნილი აპლიკაციები. ამჟამად App Store შეიცავს 500,000–ზე მეტ აპლიკაციას.[4]


ანდროიდი — ლინუქსზე დაფუძნებული ოპერაციული სისტემა, რომელიც მუშაობს სმარტფონებსა და პლანშეტურ კომპიუტერებზე. შეიქმნა გუგლის ფინანსური მხარდაჭერით, ხოლო 2005 წელს ის თავად გუგლმა შეისყიდა.[7] ანდროიდის სისტემაზე მომუშავე პირველი ტელეფონი იყო HTC Dream, რომელიც 2008წლის ოქტომბერში გამოვიდა გაყიდვაში.[8] დღეს ანდროიდის ყველა აპლიკაცია თავმოყრილია Google Play-ზე. 2012 წელს აპლიკაციების რაოდენობა 700000 იყო, ხოლო გადმოწერების რაოდენობამ კი 25 მილიარდს მიაღწია. დღეისათვის ანდროიდი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ოპერაციული სისტემაა მთელ მსოფლიოში. 2012 წელს მისი საბაზრო წილი 75% იყო. დღეს ანდროიდის სისტემაზე მომუშავე ელექტრო მოწყობილობებს ქმნის რამდენიმე ცნობილი კომპანია: HTCსამსუნგიGoogle Nexusსონი და ა.შ.
მაიკროსოფტ ოფისი 

  •  Microsoft Office — საოფისე კომპლექტი, რომელსაც იყენებენ საოპერაციო სისტემები Microsoft Windows და OS X. საზოგადოების წინაშე წარსდგა 1989 წლის 1 აგვისტოს მაიკროსოფტის მიერ. თავდაპირველად პროგრამის მარკეტინგული შეფუთვა შეიცავდა შემდეგ საოფისე პროგრამებს: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint. მოგვიანებით პროგრამას დაემატა Visual Basic for Applications (VBA) სკრიფტის ენა. მაიკროსოფტმა ასევე შემოიტანა Office Business Applications, რათა ბიზნეს გეგმებთან მუშაობა ყველასთვის ადვილი ყოფილიყო. Office-ს დღესდღეობით მილიარდობით ადამიანი იყენებს მსოფლიო მასშტაბით. ამჟამინდელი ვერსია Office 2013 წარდგენილ იქნა 2012 წლის 11 ოქტომბერს. Office 2011 OS X 2010 წლის 26 ოქტომბერს. 2012 წლის 24 ოქტომბერს, RTM-ის საფინალო კოდი Office 2013 Professional Plus-სგან გამოშვებულ იქნა TechNet და MSDN მომხმარებლისთვის გადმოსაწერად. 2012 წლის 15 ნოემბერს, შესაძლებელი გახდა Office 2013 Professional Plus გადმოწერა ყველა მომხმარებლისთვის 60 დღიანი უფასო ლიცენზიით. მაიკროსოფტმა ასევე გამოუშვა საოფისე პროგრამა Android, iPhone და Windows Phone სმარტფონებისთვის.





  • Microsoft Word არის "სიტყვის პროცესორი" რომელიც ოფისის ერთერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი პროგრამაა. ის ფაილებს ძირითადად ინახავს DOC ფორმატში, De facto სტანდარტში. თუმცა Word 2007-ს ასევე შეუძლია გამოიყენოს XML ბაზის ფორმატი, რომელსაც ეწოდება DOCX და რომელიც წარმოებულია Ecma International-სგან როგორც Office Open XML და მას აქვს SP2 განახლების მხარდაჭერა და შეზღუდული ODF. Word ასევე გამოიყენება Microsoft Works-ის სხვადასხვა გამოცემებში. ის ხელმისაწვდომია Windows და OS X პლათფორმებზე. Word-ის პირველი ვერსია პერსონალური კომპიუტერისთვის გამოვიდა 1983 წლის შემოდგომაზე და მუშაობდა MS-DOS სისტემაზე. Mac-თვის გამოიცა 1985 წელს. Microsoft Word-ის პირველი გრაფიკული ვერსია მუშაობდა Mac სისტემაზე.


  • Microsoft Outlook (OS X-ისთვის არის ცალკე სხვა პროგრამა - Microsoft Outlook for Mac, რომელსაც ადრე ერქვაMicrosoft Entourage) არის პერსონალური ინფორმაციის მენეჯერი და e-mail კომუნიკაციის პროგრამა. Windows Messaging, Microsoft Mail, and Schedule-ში ის შედიოდა Office 97-დან მოყოლებული დღემდე და შეიცავს e-mail კლიენტს, კალენდარს, ამოცანათა მენეჯერს და მისამართების წიგნს. Mac OS-ზე ვინდოუსმა Outlook-ის შედარებით განხსხვავებული ვერსია გამოუშვა 1990 წელს, მასში შეგვეძლო გვესარგებლა Microsoft Exchange Server-ით. Office 2001-ში მან წარმოადგინა არტერნატიული აპლიკაცია, ოდნავ განხსვავებული ცვლილებებით და ეწოდა Microsoft Entourage. Office 2011-ში ეს ყველაფერი ჩაშენებულია


  • Microsoft Excel არის ელექტრონული ცხრილი, რომელიც კონკურენციას უწევს Lotus 1-2-3, მაგრამ შედარებით კარგად იყიდება. ის მუშაობს Windows და OS X პლათფორმებზე. Microsoft-მა Excel-ის ვერსია Mac OS-სთვის გამოუშვა 1985 წელს და იყო პირველი ვინდოუს ვერსია 1987 წლის ნოემბერში.


  • Microsoft PowerPoint არის პრეზენტაციის მოსამზადებელი პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია Windows და OS X-ზე. შესაძლებელია გავაკეთოთ სხვადასხვა სახის სლაიდშოუ, ტექსტისა და სურათის გრაფიკული გაფორმება და ა.შ. რომელიც დაგვეხმარება სხვადასხვა სახის სლაიდშოუს მოსაწყობად.




  • Microsoft OneNote არის ჩანაწერების და სხვადასხვა წერილობითი ინფორმაციის შესანახი ფორმა და გამოიყენება როგორც პერსონალურ კომპიუტერზე, ასევე პლანშეტურ მოწყობილებებში. პროგრამას შეუძლია გააკეთოს სხვადასხვა ტიპის ჩანაწერები, როგორიცაა: ასოების ხატვა, ხმოვანი წინადადება და ა.შ. ჩანაწერები ქსელის მეშვეობით შესაძლებელია გავუზიაროთ ჩვენთვის სასურველ ადამიანს. სხვა პროგრამებისგან განსხვავებით, OneNote ოფისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. Microsoft Office 2013-ში ნოუტი შეიცავს Microsoft Office-ის ყველანაირ შემოთავაზებას. OneNote ხელმისაწვდომია, როგორც უფასო ვებ აპლიკაცია SkyDrive-ში ან Office Web Apps-ში, როგორც ვინდოუსის სამაგიდო აპლიკაცია და ასევე Windows Phone, iOS, Android, Symbians, და Metro-styleსისტემებისთვის, ხოლო მოგვიანებით Windows 8-თვის.


  • Viber — VoIP პლატფორმა Android-ის, BlackBerry OS-ის, iOS-ის, Symbian-ის,Windows Phone-ის, Bada-ს სმარტფონებისთვის, ისევე, როგორც Windows-ის და OS X-ის ოპერაციულ სისტემებზე მომუშავე კომპიუტერებისთვის. სისტემაში ავტორიზაცია ხდება მობილური ტელეფონის ნომრის მეშვეობით და პროგრამაში ინტეგრირდება სმარტფონში ჩაწერილი ტელეფონის ნომრები. შესაძლებელია უფასო ზარების განხორციელება Wi-Fi და 3G ქსელში სმარტფონებთან, სადაც ჩაწერილია Viber. ასევე შესაძლებელია სურათების, ვიდეო, აუდიო და ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.
  • თავდაპირველად Viber გაეშვა 2010 წელს, iPhone-სთვის. ვერსია Android-ებისთვის გამოვიდა 2011 წლის მაისში, ხოლო ვერსია BlackBerry-სთვის , Bada-სა და Windows Phone-სთვის გამოვიდა 7 მაისს 2012 წელს. Viber-ს კომპიუტერული ვერსია გამოვიდა 7 მაისს 2013 წელს.


No comments:

Post a Comment