Wednesday 15 April 2015

ნოკია

ნოკია — კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ფინური ტრანსნაციონალური კორპორაცია, რომლის სათავო ოფისი ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკისთან ახლოს, ქალაქ ესპოოში მდებარეობს.[1] მისი კუთვნილი კომპანია Nokia Solutions and Networks აწარმოებს სატელეკომუნიკაციო ქსელების აღჭურვილობასა და სერვისს.ინტერნეტ-მომსახურება, მათ შორის აპლიკაციები, თამაშები, მუსიკა, მედია, შეტყობინენები და უფასო ციფრული რუკები და სანავიგაციო მომსახურება კი მთლიანად მის მფლობელობაში მყოფი ქვედანაყოფის —Navteq-ის ხელშია.
2012 წლის მონაცემებით, მსოფლიოს 120 ქვეყანაში ნოკიას დასაქმებული ჰყავდა 101 982 ადამიანი, პროდუქტს ყიდიდა 150-ზე მეტ ქვეყანაში და წლიური შემოსავლის სახით დაახლოებით 30 მილიარდ ევროს იღებდა.[2] 2012 წლის ბოლო მეოთხედში, ნოკია მობილური ტელეფონების მეორე უმსხვილესი მწარმოებელი იყო მსოფლიოში გაყიდვების თვალსაზრისით (სამსუნგის შემდეგ) და მსოფლიო ბაზრის 18.0%-ს იკავებდა.[3] ამჟამად კი ნოკია სმარტფონების ბაზრის მხოლოდ 3,2%-ს იკავებს.[4] 2013 წლის ბოლო მეოთხედში კომპანიამ მობილური ტელეფონებიდან შემოსავლების 40% დაკარგა. კომპანია ნოკია შეზღუდული პასუხისმგებლობის ღია საზოგადოებაა, შეტანილია ჰელსინკისა და ნიუ-იორკის სააქციო ბირჟებზე.[5] Fortune Global 500-ის თანახმად, 2013 წლის მონაცემებით, ნოკია შემოსავლების თვალსაზრისით მსოფლიოში 274-ე უმსხვილესი კომპანიაა.[6]
1998-2012 წლებში ნოკია მობილური ტელეფონების უმსხვილესი გამყიდველი იყო მსოფლიოში.[3] თუმცა, 2007 წლიდან კომპანიის საბაზრო წილმა თანდათან კლება იწყო, რისი მიზეზიც სხვა მწარმოებლების სენსორულ 

 
 2013 წლის 2 სექტემბერს კომპანია მაიკროსოფტმა გაასაჯაროვა თავისი განზრახვა ნოკიას მობილური ტელეფონების ბიზნესის შეძენის შესახებ, რაშიც ის 5,44 მილიარდ ევროს (7,17 მლრდ აშშ დოლარი) იხდიდა. შეთანხმებისას, მაიკროსოფტის მხარეს შეუერთდნენ ნოკიას ყოფილი აღმასრულებელი დიორექტორი სტივენ ელოპი და მაიკროსოფტის სხვა აღმასრულებელი პირები.[12][13]
მრავალი მედიასაშუალების ცნობით, 2014 წლის 24 თებერვალს გასამართი Mobile World Congress-ის წინ, ნოკია გეგმავს თავისი პირველი ანდროიდ-სმარტფონის, Nokia X-ის გამოშვებას.[14][15]

No comments:

Post a Comment